“თეირანი მზად არის, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი იკისროს” – რაისი
ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება უკრაინაში კონფლიქტს და თქვა, რომ თეირანი მზად არის, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი იკისროს.
ამის შესახებ Newsweek-ი წერს.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, ვიმოქმედოთ, როგორც შუამავლებმა, რათა მივაღწიოთ საომარი მოქმედებების შეწყვეტას რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის“, – განაცხადა რაისმა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ასრულებს დესტაბილიზაციის როლს კიევისთვის დიდი რაოდენობით სამხედრო დახმარების გაწევით, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობის დღის წესრიგს.
მანამდე, ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ თეთრი სახლი დაადანაშაულა იმაში, რომ ის მზადაა, უკრაინელები გაწიროს, რათა „თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და იარაღის კომპანიების ჯიბეები გაავსოს“.