Bloomberg: ოქტომბერში შესაძლოა, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 რაუნდი გამოაცხადოს

EU sanctions against Russia and court proceedings. Economic and political sanctions of the Russian Federation concept

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს ამზადებს. ახალი შეზღუდვები შეიძლება შემოღებულ იქნას ოქტომბრის პირველ ნახევარში ან მომავალ თვეში დაგეგმილი ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დროს გამოცხადდეს.

ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, სანქციები მოიცავს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას.

როგორც წყაროები აცხადებენ, წევრი ქვეყნების ჯგუფი, განსაკუთრებით პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუსეთის ბუნებრივი აირისა და IT სერვისების მიმართ, დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვენ.

ამასთან, ქვეყნების ჯგუფი ასევე გვთავაზობს შეზღუდვების შემოღებას რუსეთის ატომურ სექტორზე, თუმცა, ამ მცდელობებს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ წინააღმდეგობა უკვე არაერთხელ გაუწია.

გარდა ამისა, სანქციების ახალი პაკეტი შეიძლება მოიცავდეს ნაბიჯებს, რომლითაც შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს ევროკავშირის სანქციებს მესამე ქვეყნების მეშვეობით, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები