საპარლამენტო უმრავლესობა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება, მანამდე კი ევროკომისიასთან კონსულტაციები გაგრძელდება.

„ზუსტად ეს იყო [დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა]. ეს იყო სამოქმედო გეგმის დამტკიცება, პროექტი უკვე შემუშავდა. მათი რეკომენდაციები იყო, რომ დამატებითი კონსულტაციები გაგვევლო. მათ გვთხოვეს ამ დოკუმენტის გაგზავნა ვენეციის კომისიაში. ეს დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, მანამდე გაგრძელდება კონსულტაციები ევროკომისიასთან. მეორე თხოვნა იყო, რომ აღარ მიგვეღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამასაც ბოლომდე ვასრულებთ. ხვალ ჩავარდება ეს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები