ირაკლი კობახიძე: შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომელიც სუს-მა გაავრცელა – ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ აღიკვეთოს ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა

ნამდვილად შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთოს.

„ნამდვილად შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. რა თქმა უნდა, ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ აღიკვეთოს ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია. მით უმეტეს ისეთი მძიმე პროვოკაციები, როგორზეც იყო საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები