განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომელიც საკანონმდებლო ბაზიდან სიტყვა „გენდერის” ამოღებას ითვალისწინებს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ჰერმან საბოსა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ ,,გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონში ცვლილებას.

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, კანონპროექტის ძირითადი არსი საკანონმდებლო ბაზიდან სიტყვა „გენდერის” ამოღებას ითვალისწინებს, ვინაიდან ის საქართველოს კანონმდებლობაში განმარტებულია, როგორც სქესი, როგორც მამაკაცი და ქალი და არა იმ გაგებით, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.
მისი თქმით, სიტყვა „გენდერის” გამოყენება ბუნდოვანებას აჩენს ქართულ კანონმდებლობაში, ვინაიდან რთული გასაგებია რა არის გენდერი ან როგორ შეიძლება მისი იდენტიფიცირება. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ტერმინ „გენდერის” ამოღება იმ მოტივით, თითქოს იგი ბუნდოვანებას აჩენს კანონმდებლობაში, იურიდიულად დაუსაბუთებელია. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, შესრულებული არ იქნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები