პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა

20 სექტემბერს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფარგლებში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.

მიმდინარე კვირას პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოწვევა ანაკლიის საკითხს უკავშირდება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის – შოვის სტიქიას.

პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას გეგმავს „თავდაცვის კოდექსის“ მესამე – საბოლოო მოსმენით განხილვას, ასევე მოისმენს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კენჭსაყრელ საკითხთა შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, წარმოდგენილია ოთხი კანდიდატი ორ ვაკანსიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები