“მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მცდელობებს, გვსურს, უფრო მკაფიო პერსპექტივა გქონდეთ, მნიშვნელოვანია ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა, პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი მაქვს” – გაეტან ვან გოიდსენოვენი
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მცდელობებს. მნიშვნელოვანია ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა და მე პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი მაქვს, – ამის შესახებ ბელგიის სენატის წევრმა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გაეტან ვან გოიდსენოვენმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და რეალური პერსპექტივა სჭირდება.
„საქართველო ევროპული ქვეყანაა და ბევრ ძალისხმევას სწევთ, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ევროპულ მცდელობებს. ეს გრძელი გზაა, მაგრამ გვსურს, რომ უფრო მკაფიო პერსპექტივა გქონდეთ. ეს ჩვენთვისაც არსებითია, რადგან საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და დამატებითი, რეალური პერსპექტივა სჭირდება. თქვენ კარგად მიდიხართ ამ გზაზე და ახლა გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია. გვინდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მხარდამჭერები ვიყოთ. მნიშვნელოვანია ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა და მე პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი მაქვს“, – განუცხადა გაეტან ვან გოიდსენოვენმა პირველ არხს.