გიორგი კახიანი: დარწმუნებულები ვართ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავისი დასკვნით დაადგენს პრეზიდენტის ქმედებებში არაკონსტიტუციურობის ნიშნებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი დასკვნით პრეზიდენტის ქმედებებში არაკონსტიტუციურობის ნიშნებს დაადგენს.
მისივე თქმით, პრეზიდენტი უფლებამოსილია, აწარმოოს საერთაშორისო მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მთავრობისგან აქვს თანხმობა.
„აპელირება იმაზე, რომ თითქოს პრეზიდენტის ქმედება რაღაც კონკრეტულ მიზანს ემსახურება, არასწორია, რადგან 78-ე მუხლი პრეზიდენტს ავალდებულებს იმოქმედოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში და პრეზიდენტი უფლებამოსილია, აწარმოოს საერთაშორისო მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მთავრობისგან აქვს თანხმობა. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საპარლამენტო უმრავლესობამ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი დასკვნით დაადგენს პრეზიდენტის ქმედებებში არაკონსტიტუციურობის ნიშნებს“, – აღნიშნა კახიანმა.