ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტი ღუზას მოწყვეტილია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით, პრეზიდენტი თავისი ქმედებით არა მხოლოდ კონსტიტუციას არღვევს, არამედ საქართველოს იმიჯს აზიანებს.
„ფაქტია, რომ პრეზიდენტი ღუზას მოწყვეტილია. პრეზიდენტი თავისი ქმედებებით არა მხოლოდ კონსტიტუციას არღვევს, არამედ ქვეყნის იმიჯს აზიანებს. მის ქმედებებს სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.