გიორგი ვოლსკი – სააკაშვილზე: „ნაცმოძრაობის“ კომენტარებს რომ ვისმენ, თუ მეგობრები მიგყავს სადღაც საზღვარგარეთ და ეს უკავშირდება დიდ ღრეობას, ესაა სახელმწიფოს ინტერესების გატარება
„ნაცმოძრაობის“ კომენტარებს რომ ვისმენ, თუ შენ მეგობრები მიგყავს სადღაც საზღვარგარეთ და ეს უკავშირდება დიდ დროს ტარებასა და ღრეობას, მათი აზრით, ესაა სახელმწიფოს ინტერესების გატარება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ მიხეილ სააკაშვილის მიერ თავდაცვის ბიუჯეტიდან გახარჯულ 14 მლნ ლარზე საუბრისას განუცხადა.
„ნაცმოძრაობის“ კომენტარებს რომ ვისმენ, თუ შენ მეგობრები მიგყავს სადღაც საზღვარგარეთ და ეს უკავშირდება დიდ დროს ტარებასა და ღრეობას, მათი აზრით, ესაა სახელმწიფოს ინტერესების გატარება. მაგალითად, თუ გჭირდება ადამიანი ჩამოიყვანო და კბილებით გაგიკეთოს მასაჟი. რასაკვირველია, შემდეგ ეს უნდა დახასიათდეს როგორც აი, სააკაშვილს, რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირებულ გმირს, მხედართმთავარს სჭირდება ენერგია. რასაკვირველია, სჭირდებოდა ასევე შიშველი ტანით დახატული სურათი, როდესაც შემოქმედი ქალი ტანთ იხდის, სხეულზე საღებავს ისხამს და შემდეგ ტილოზე წვება. რასაკვირველია, აი, ეს სურათი აუცილებლად უნდა ჩახვიდე, ჩაფრინდე და ჩამოიტანო, აბა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში კულტურა როგორ განვითარდება?!“, – განაცხადა ვოლსკიმ.