მედიის ცნობით, უკრაინამ შავ ზღვაში რუსული სარაკეტო ხომალდი დააზიანა

უკრაინის უშიშროების სამსახურის საზღვაო დრონმა, გუშინ, ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან, რუსული სარაკეტო ხომალდი „სამუმი“ დააზიანა.

როგორც BBC-ის რუსული გამოცემა იუწყება, შესაბამისი ინფორმაცია მათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყარომ დაუდასტურა.

უკრაინული მედიის ცნობით, თანამოსაუბრეები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან აცხადებენ, რომ დრონი გემის უკანა მხარეს მოხვდა, რის შემდეგაც გემმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო და სიჩქარე დაკარგა. შემთხვევა სევასტოპოლის ყურის შესასვლელთან მოხდა.

წყაროების მტკიცებით, რუსებმა გემი სარემონტოდ გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გემზე თავდასხმის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც განაცხადეს, რომ თავდასხმა მოიგერიეს და დრონი განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები