სერგეი შოიგუ: რუსეთი ახალ ბირთვულ წყალქვეშა ნავებსა და წყალქვეშა დრონებს ავითარებს

In this photo released by Russian Defense Ministry Press Service on Friday, Sept. 15, 2023, Russian Defense Minister Sergei Shoigu, center left, visits the Progress helicopter plant, which produces Ka-52 helicopters to check the implementation of the state defense order in the city of Arsenyev, Primorsky Krai region of Russian Far East. (Russian Defense Ministry Press Service via AP)

რუსეთის საზღვაო ძალებისთვის წყალქვეშა გემების, უპილოტო წყალქვეშა მანქანებისა და რობოტული სისტემების ახალი კონცეფციები შემუშავების პროცესშია, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„დღეს ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მრავალფუნქციური ბირთვული წყალქვეშა ნავების, რობოტული სისტემების და უპილოტო წყალქვეშა მანქანების დიზაინზე“, – აღნიშნა შოიგუმ.

მინისტრი სამუშაო ვიზიტით რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, პრიმორიეს მხარეში იმყოფება. შოიგუმ შეამოწმა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შესრულება „ზვეზდას“ წყალქვეშა გემების ქარხანაში, ქალაქ ბოლშოი კამენში და არსენიევში ვერტმფრენების ქარხანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები