“პოლონეთი არ არის დაინტერესებული იმით, რომ უკრაინული მარცვლეული თავის ბაზარზე გაყიდოს” – დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ის რამდენიმე დღეში ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მოსალოდნელ შეხვედრაზე დუდამ მედიასთან საუბრისას ისაუბრა.

„სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვისაუბრებთ მარცვლეულზე“,- აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

დუდას თქმით, პოლონეთი არ არის დაინტერესებული, რომ უკრაინული მარცვლეული პოლონეთის ბაზარზე გაყიდოს და დასძინა, რომ უნდა დაიცვან საკუთარი ინტერესები.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ბაზარი და ამას ვაკეთებთ. ამავდროულად, ვცდილობთ, დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინამ უნდა გაიგოს ჩვენი პოზიცია“, – დასძინა დუდამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები