ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი – „ირლანდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია”
„ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ევროკავშირის გაფართოება, ვინაიდან ამით ჩვენ უფრო უსაფრთხო კავშირს მივიღებთ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მოქალაქეებისთვის. ასევე ძალიან გამიხარდა, როდესაც მინისტრმა მითხრა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმოვადგენთ იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის გაფართოების მომხრეა. ვიცი, რომ საქართველო დაუღალავად შრომობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისთვის. ასევე ვიცი, რომ გასულ კვირას შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში. მაქვს ინფორმაცია ვიზიტის შემდგომი პროგრესის შესახებაც. ირლანდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია. რასაკვირველია, ამისთვის კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ 13-14 სექტემბერს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირველი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიას ეწვია, რა დროსაც შეხვედრები გამართა ირლანდიის აღმასრულებელ და საკანონმდებლო უწყებათა წარმომადგენლებთან.