კიმ ჩენ ინს რუსეთში საავიაციო ქარხნები დაათვალიერებინეს

რუსეთში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი – კიმ ჩენ ინი დღეს კომსომოლსკში ჩავიდა სადაც რუსეთის ვიცეპრემიერთან, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრ დენის მანტუროვთან ერთად საავიაციო ქარხნები დაათვალიერა და  შეაფასა სუ-35 გამანადგურებლის საჩვენებელი ფრენა.

ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ტელეგრამშია ნათქვამი.

კერძოდ, ფხენიანის ლიდერს დაათვალიერებინეს გაგარინის სახელობის საავიაციო ქარხნის საინჟინრო ცენტრი და საწარმოები; ასევე, “იაკოვლევის” სამოქალაქო სამმართველოს წარმოების ცენტრი.

მანტუროვთან ერთად, კიმმა მოიერიშე თვითმფრინავების წარმოება და სუ-35 და სუ-57-ს საბოლოო აწყობის საწარმო დაათვალიერა.

როგორც ვიცეპრემიერმა აღნიშნა, რუსეთი ხედავს პოტენციალს ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკასთან თანამშრომლობისთვის ავიამშენებლობის სფეროში, ისევე – როგორც სხვა ინდუსტრიებში.

პროგრამის დასასრულ, მოეწყო სუ-35-ის საჩვენებელი ფრენა.

კიმ ჩენ ინი რუსეთში 12 სექტემბერს ჩავიდა, 13 სექტემბერს მას ვლადიმერ პუტინმა კოსმოდრომ “ვოსტოჩნიზე” უმასპინძლა და თქვა, რომ დაეხმარება ფხენიანს თანამგზავრების აწყობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები