NBC: მომავალ კვირას ზელენსკი ბაიდენს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას NBC-ი უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობასაც მედია არ ასახელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია, სად შედგება ბაიდენ-ზელენსკის შეხვედრა. თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ ბაიდენი ბოლოს ზელენსკის ივლისში, ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტზე შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები