“ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების განვითარებას ყველა სფეროში ვაპირებთ” – პესკოვი სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას თქვა, რომ “ეს არის მგრძნობიარე სფერო”, მოსკოვი და ფხენიანი “აპირებენ ურთიერთობის განვითარებას ყველა სფეროში”.

“სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ურთიერთქმედების საკმაოდ მგრძნობიარე სფეროების კატეგორიას მიეკუთვნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩრდილოეთ კორეა ჩვენი მეზობელია და ჩვენ ვაპირებთ ურთიერთობების განვითარებას ყველა შესაძლო სფეროში, რასაც გავაკეთებთ”, – განაცხადა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები