პრობაციონერებმა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრეს
პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიწვევით, „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩს ფეხბურთში 15 პირობით მსჯავრდებული დაესწრო. როგორც სააგენტოში აცხადებენ, პრობაციის ეროვნული სააგენტო მადლობას უხდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისთვის და მატჩზე პირობით მსჯავრდებულების მიწვევისთვის. პრობაციის ეროვნული სააგენტო, პირობით მსჯავრდებულთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით, ხშირად უწევს ორგანიზებას სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე პრობაციონერების დასწრებას.