ევროპარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო, ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს.
ამის შესახებ მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი, – წერს Eurointegration.
ევროპარლამენტმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან 2150-ზე მეტი ბავშვის უკანონო გადაყვანა ბელარუსის ე.წ. სამედიცინო ბანაკებში, სადაც ისინი რუსიფიკაციას ექვემდებარება.
პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის პროკურატურის გამოძიებას, იძულებით დეპორტაციაში ბელარუსის როლის შესახებ და მიიჩნევს, რომ თავად ლუკაშენკოს და მისი რეჟიმის ქმედებები შეიძლება, ასევე წარმოადგენდეს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის შესაბამისად.
ევროპარლამენტი „ლუკაშენკოს მიიჩნევს ამ ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებლად, როგორც ვლადიმირ პუტინს და მარია ლვოვა-ბელოვას და ამიტომ მოუწოდებს ICC-ს, განიხილოს ლუკაშენკოს დაპატიმრების ანალოგიური საერთაშორისო ორდერის გაცემა“.
ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის საბჭოს, გააფართოოს სანქციებს დაქვემდებარებული პირთა სია და მასში უკრაინელი ბავშვების, ბელარუსში იძულებით დეპორტაციაში მონაწილე პირები შეიყვანოს.