„მარინკასა და ავდიივკაში ვითარება გაუარესდა“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, მარინკასა და ავდიივკაში ვითარება გაუარესდა.
„აღმოსავლეთზე თუ ვსაუბრობთ, მარინკასა და ავდიივკაში მდგომარეობა გაუარესდა. რუსებმა გაზარდეს იქ დაბომბვის რაოდენობა, უფრო მეტიც, დაიწყეს თავდასხმები… დაახლოებით ერთი წელია, რუსები აქტიურად ცდილობენ აიღონ კონტროლი ავდიივკაზე, მარინკაზე, ფაქტობრივად უკვე მიწასთან გაასწორეს ეს ორი დასახლება“, – აღნიშნა მალიარმა.
ამასთან, მანვე დასძინა, რომ ოკუპანტები ვერც მარინკასა და ვერც ავდიივკას ხელში ჩაგდებას ვერ შეძლებენ.