სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას იარაღის ნებისმიერი ახალი გარიგებისთვის სანქციებს დაუწესებს

Russia's President Vladimir Putin and North Korea's leader Kim Jong Un attend a meeting at the Vostochny Сosmodrome in the far eastern Amur region, Russia, September 13, 2023. Sputnik/Artem Geodakyan/Pool via REUTERS

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია „არ დააყოვნებს“ სანქციების დაწესებას, თუ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა შეიარაღების შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.

„ჩვენ უკვე მივიღეთ რიგი ზომები იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც შუამავლობდნენ იარაღის გაყიდვას ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის და დამატებით ზომებს მივიღებთ, თუ საჭირო გახდება“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, კოსმოდრომ „ვოსტოკში“ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ის ვლადიმერ პუტინის ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოსკოვი ფხენიანს კოსმოსური თანამგზავრების აშენებაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები