გორის მერია 18 სოციალურ პროექტს აფინანსებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სოციალურ სერვისებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაც სთავაზობს.

“მიმდინარე წელს, მერიის თანადაფინანსებით 13 ორგანიზაცია 18 პროექტის ფარგლებში 2000 – ზე მეტ ბენეფიციარს სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფს.

გორის მერია არასამთავრობო სექტორთან „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობს.

პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

პროექტების ბენეფიციარები არიან:

• შშმ ბავშვები
• შშმ პირები
• ხანდაზმულები
• სოციალურად დაუცველი მოქალაქეები
• კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები
• ვეტერანები
• განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები
• კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები

პროექტების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებებია:

• შინმოვლა
• სარეაბილიტაციო კურსები
• საყოფაცხოვრებო მომსახურება
• სამედიცინო მომსახურება
• საკვებით უზრუნველყოფა
• მედიკამენტებით უზრუნველყოფა
• სასწავლო კურსები “,- აღნიშნულია გორის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები