საქსტატი: 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 001.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.8 პროცენტით მეტია
2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 001.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.8 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აქედან, ექსპორტი 4 075.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, (გაიზარდა 14.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 925.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 17.8 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 5 850.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.8 პროცენტია.