ხულოს მერია: სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებისათვის, სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს

ხულოში, სკოლამდელ დაწესებულებებში სასწვალო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებისათვის, სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ხულოს მერიაში აცხადებენ.

მათი ცნობით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში სულ 27 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. უახლოეს პერიოდში დასრულდება სოფელ ყინჩაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა.

მიმდინარე წელს, საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს დაიწყება და 600-მდე აღსაზრდელს ექნება შესაძლებლობა მიიღოს სკოლამდელი განათლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები