დონეცკში დაღუპული ქართველის მამა: გამწარებული ვარ, ჩემი შვილი ნაღმზე აფეთქდა
უკრაინაში დონეცკთან ახლოს ნაღმზე აფეთქებულ 27 წლის არსენ ბერიძეს საქართველოში დღეს საღამოს გადმოასვენებენ.
დაღუპულის მშობლები, რომლებიც ასევე დონეცკში ცხოვრობენ, საქართველოში უკვე ჩამოფრინდნენ.
“გამწარებული ვარ, ჩემი შვილი ნაღმზე აფეთქდა, სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დაღუპულის მამამ. არსენ ბერიძე დონეცკის ოლქში სამი დღის წინ გარდაიცვალა. იგი ნაკვეთში საბრძოლო მოქმედებებისას აფეთქებულმა ნაღმმა იმსხვერპლა.