სამართალდამცველებმა სამი ახალგაზრდა დააკავეს
სამართალდამცველებმა ახალგაზრდები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ალკოჰოლის დალევის გამო დააჯარიმეს, შემდეგ კი სამი მათგანი დააკავეს.
შემთხვევა თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, შარტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ორმა ახალგაზრდამ ერთ-ერთი მაღაზიიდან არაყი მოიპარა და სკვერში დალევა დაიწყო, სადაც მათ კიდევ ორი ახალგაზრდა შეუერთდა.
ახალგაზრდები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლით დაჯარიმდნენ, ხოლო სამი მათგანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 173-ე მუხლით დააკავეს.
გარდა ამისა, შს სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ არაყი ერთ-ერთი მაღაზიიდან იყო მოპარული, ორი პირის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით.