თუშეთში, ერთ-ერთ სახლში ადამიანის ცხედარი იპოვეს

თუშეთში, სოფელ ომალოში, ერთ-ერთ სახლში ადამიანის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ „კვირას“ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ცხედარი სახლის მეპატრონემ იპოვა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობდა და 2 წლის განმავლობაში ომალოში არ ყოფილა.

ადგილზე სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცია და წელიწადზე მეტი დროის წინ არის გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები