შსს-მ ავტომატის უკანონოდ ფლობისთვის ერთი პირი დააკავა (ვიდეო)
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლევან პ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ქარხნული წესით დამზადებული „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=9wC_hdAGl84&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]