კულტურის კომიტეტი თემატურ მოკვლევას იწყებს

პარლამენტის კულტურის კომიტეტი საკითხზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში” თემატურ მოკვლევას იწყებს.

პარლამენტისინფორმაციით, მოკვლევის მიზანია სახელმწიფო და კერძო სახელოვნებო სკოლებში შშმ მოსწავლეების ჩართულობის ზოგადი სურათის გაანალიზება. ასევე, სახელოვნებო სკოლებში შშმ მოსწავლეების ჩარიცხვის და სასწავლო პროცესში მათი საჭიროებების შესწავლა. მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იქნება.

„ვფიქრობ, ნაყოფიერი მუშაობა გვექნება, რაც შედეგს გამოიღებს. ამ ბავშვების სოციალიზაცია და მათი ნიჭის გამოვლინება ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები