გაერო: ავღანეთში ​მეტამფეტამინით ვაჭრობა გაზრდილია

ავღანეთში “თალიბანის” მიერ ოპიუმის ყაყაჩოს აკრძალვის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა სინთეტიკური ნარკოტიკით, კერძოდ, ​მეტამფეტამინით ვაჭრობა.

ამის შესახებ Agence France-Presse გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) მოხსენებაზე დაყრდნობით წერს.

გაეროს მონაცემებით, ავღანეთსა და მეზობელ ქვეყნებში მეტამფეტამინის მოცულობები, რომლებიც ამოღებულია ნარკორეიდების დროს, 12-ჯერ გაიზარდა – 2.5 ტონიდან 2017 წელს – 29.7 ტონამდე 2021 წელს.

გაეროს ექსპერტები ამ ზრდას ავღანეთში სინთეტიკური ნარკოტიკების წარმოების გაფართოებას უკავშირებენ.

AFP წერს, რომ “თალიბანის” მოძრაობამ უარყო გაეროს განცხადებები და მათ “უსაფუძვლო ბრალდებები” უწოდა. ქვეყნის ე.წ. შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოძრაობა “სერიოზულად” ებრძვის ნარკოტიკებს.

გაეროს მონაცემებით, ავღანეთში მეტამფეტამინი ნაკლებად იწარმოება ქვეყანაში არსებული მცენარეებიდან და მაღალი ალბათობით, იწარმოება გაციების საწინააღმდეგო წამლებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები