მოახლოებული ასტეროიდ „2014 RC“-ის დათვალიერება დღეს სამოყვარულო ტელესკოპებითაც არის შესაძლებელი
დღეს ასტეროიდი „2014 RC“ დედამიწას 40 ათასი კილომეტრ მანძილზე მოუახლოვდა, შესაბამისად მისი დათვალიერება დედამიწის მაცხოვრებლებს სამოყვარულო ტელესკოპებითაც შეუძლიათ. ასტეროიდი „2014 RC“ 20 მეტრი დიამეტრისაა და ის რამდენიმე დღის წინ ჰავაის ვულკან ჰალეაკალანზე დამონტაჟებული ამერიკული ტელესკოპის „PAN-STARRS 1“-ის საშუალებით შენიშნეს. ამერიკელი ასტრონომების განცხადებით, ამ ეტაპზე ასტეროიდი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს.თუმცა მათი თქმით გარკვეული ხნის შემდეგ განმეორებით და დედამიწასთან გაცილებით უფრო ახლოს მოხდება ამ ასტეროიდის მოახლოება. განმეორებითი მოახლოების შესაძლო შედეგებზე საუბრისგან კი ასტრონომები თავს იკავებენ.