ჰაკან ფიდანი: თურქეთის გარეშე ევროკავშირი გლობალური მოთამაშე ვერ იქნება

ანკარასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არ უნდა გახდეს გარკვეული ქვეყნების ინტერესების მძევალი; თურქეთის გარეშე ევროკავშირი არ შეიძლება იყოს გლობალური მოთამაშე, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი მოუწოდებს ევროკავშირს გამოიჩინოს საჭირო ნება და იმოქმედოს უფრო თამამად ანკარასა და ბრიუსელის ურთიერთობების გასავითარებლად.

რაც შეეხება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს, ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ, მათ არანაირი ცვლილება არ ჰქონიათ. დიპლომატის თქმით, ანკარას აქვს „ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნება“, რათა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით იმოძრაოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები