ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – რეალიზაციის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

   ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – რეალიზაციის ფაქტზე შპს ,,ალთინ ქარდეშლერ ჯორჯია“-ს დამფუძნებელი და ფაქტობრივი ხელმძღვანელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლუთფი ალთუნი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,ალთინ ქარდეშლერ ჯორჯია“-ს დამფუძნებელმა და ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა ლუთფი ალთუნმა დაამზადა და გაასაღა ყალბი სასაქონლო ზედნადები, თითქოსდა მან ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენელს მიაწოდა 143 კვ.მ. მეტალო პლასმასის ფანჯრები, რის სანაცვლოდაც 4 000 ლარი გამოართვა. აღნიშნული დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები