შსს-მ ქურდობის ფაქტი გახსნა

    შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1985 წელს დაბადებული გურამ ფ, 1957 წელს დაბადებული სეთრაკ ს, 2004 წელს დაბადებული მარტინ ს, 2003 წელს დაბადებული არმენ კ, 1959 წელს დაბადებული არზუმან ს. და 2002 წელს დაბადებული აღასი მ. ქურდობის ფაქტზე ამხილეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დადგინა, რომ მხილებულებმა სხვადასხვა დროს ნინოწმინდის რაიონში ბაქო-თბილისი- ყარსის რკინიგზის მშენებარე ობიექტიდან და ახალქალაქის რაიონის სოფელ დადეშის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის სადგურიდან სხვადასხვა ნივთები მოიპარეს, რითიც მფლობელ კომპანია „ფოლათ იოლ იაფი“-ს, „აზერინ შატ სერვის“-ს და შპს „დემირიოლსერვის“-ს დიდი ოდენობით მატერიალური ზარალი მიაყენეს.
სამართალდამცველებმა მხილებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები ამოიღეს. მხილებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=AE-cvRdYw8c&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები