შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად 1984 წელს დაბადებული გიორგი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ერთი მჭიდითა და 8 ვაზნით ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=mw3SlEn-LTs&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]