“იმპიჩმენტი არის დემოკრატიის ნაწილი” – არჩილ თალაკვაძე

“იმპიჩმენტის დასაბუთება ძალიან ცხადი და მკაფიოა, დაირღვა კონსტიტუციური პრინციპი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, საგარეო აქტივობის შეთანხმებასთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, ამას სჭირდება როგორც სამართლებრივი, ისევე – პოლიტიკური რეაგირება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური ვაჭრობის პარტიად გადაიქცა, ეს არის ის უთავმოყვარეო რადიკალური ოპოზიცია, რომელიც პრეზიდენტს უკანონოდ არჩეულად მოიხსენიებდა, უმძიმეს პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდა და რამდენიმე თვეში ეხვეწებოდა შეწყალების გამოცემას და ახლა ევროპული კურსის საუკეთესო დამცველადაც მოიხსენიებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები