ბათუმის პორტში საფრანგეთის სამხედრო ფლოტის ხომალდი შევიდა
ბათუმის პორტში საფრანგეთის სამხედრო ფლოტის ხომალდი “კომანდანტი ბიროტი” შევიდა. ფრანგი სამხედროები, რომლებიც ხმელთაშუა და შავ ზღვებში პატრულირებენ, ბათუმის პორტში 3 დღის განმავლობაში დარჩებიან.
დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივი მთავრობისა და სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობასთან. ფრანგული სამხედრო გემის ეკიპაჟს პორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.