“არის დაუფარავი მცდელობა, რომ შოვის ტრაგედია გამოყენებული იყოს ვიწრო პოლიტიკური ამოცანების და მიზნების მისაღწევად, რაც ამორალურია” – ირაკლი ქადაგიშვილი
“კიდევ ერთხელ არის დაუფარავი მცდელობა, რომ შოვის ტრაგედია გამოყენებული იყოს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად, რაც პოლიტიკურადაც და ყველანაირად ამორალურია”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.
„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ საკითხითაც (შოვის ტრაგედია) მანიპულირებენ, თან გვეუბნებიან, რომ კენჭისყრაზე არ დააყენოთ, მაგრამ პერმანენტულად გვქონდეს დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ არის დაუფარავი მცდელობა, რომ შოვის ტრაგედია გამოყენებული იყოს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად, რაც პოლიტიკურადაც და ყველანაირად ამორალურია. მეორე მხრივ, თუ დადგება საკითხი, ის უნდა დადგეს კენჭისყრაზე, ამას ითვალისწინებს რეგლამენტი. გარდა ამისა, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრია დაბარებული, რომელიც მოვა და რა თქმა უნდა, ამ საკითხის გარშემო იქნება საუბარი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.