“საგამოძიებო კომისიის შექმნა უადგილო, არაეთიკური და უზნეო სპეკულაციაა” – გია ვოლსკი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ენმ-ის ინიციატივაზე
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა უადგილო, არაეთიკური და უზნეო სპეკულაციაა.
“ტკივილზე ააგო პოლიტიკა და ამაზე ააგო შენი სტრატეგიული ამოცანები, ეს უზნეობაც არის, არაპროფესიონალიზმთან ერთად. საგამოძიებო კომისიის შექმნა, ამ შემთხვევაში, უადგილო, არაეთიკური და უზნეო სპეკულაციაა,” – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, პარლამენტში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს.