ბათუმი-ახალციხის გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი გაიხსნა

   აჭარის რეგიონში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე ახალ რეაბილიტირებული 8 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა.
გზის გახსნას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საავტომობილო გზების რეგიონული დირექციის დირექტორი ზურაბ სიხარულიძე ესწრებოდნენ.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო და მისმა ღირებულებამ 2 მლნ. 270 ათასი ლარი შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყო ახალი საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მილებსა და ბეტონის საყრდენ კედლებს, ჩატარდა ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები და დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ზიმო 7“-მა შეასრულა. სამუშაოებზე დასაქმებული იყო 50-მდე ადამიანი, მათგან ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები