“პატივი იყო ბოლო 22 თვის განმავლობაში უკრაინის ჯართან მუშაობა” – რეზნიკოვმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით უმაღლეს რადას მიმართა.
ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.
„პატივი იყო უკრაინელი ხალხის სამსაუხურში ყოფნა და უკრაინის ჯართან მუშაობა, ბოლო 22 თვის განმავლობაში, რაც უკრაინის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე რთული იყო“, – დაწერა მან.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეზნიკოვის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გამოაცხადა.
მისი თქმით, „ოლექსი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გაიარა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე – მთლიანად საზოგადოებასთან. სამინისტროს რუსტემ უმეროვმა უნდა უხელმძღვანელოს. უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს ამ კაცს და ბატონ უმეროვს მეტი წარდგენა არ სჭირდება. ველოდები, რომ პარლამენტი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. შემოდგომა გაძლიერების დროა“.
ზელენსკის თქმით, რეზნიკოვს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი შეცვლის მას შემდეგ, რაც მის კანდიდატურას უმაღლესი რადა დაამტკიცებს.