მამუკა მდინარაძე: მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად აიღოს რისკების დაზღვევაზე პასუხიმგებლობა და ადამიანებს, საპენსიო დანაზოგთან დაკავშირებით ერთპროცენტიანი რისკის შიშიც არ ჰქონდეთ ​

“თუ საზოგადოების თითოეული წევრი, რომლის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მისი საპენსიო დანაზოგი, არ არის გათვითცნობიერებული, შენ რადიკალური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღო”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს საპენსიო ფონდზე საუბრისას განუცხადა.

„გავაკრიტიკე და დღესაც ამას ვაპირებ – საპენსიო ფონდის ვალდებულება იყო, რომ საზოგადოებასთან ჰქონოდა აქტიური კომუნიკაცია, რომლის მიხედვითაც კითხვები და გაურკვევლობა აღარ იქნებოდა საზოგადოებაში. ამდენი ხნის განმავლობაში საპენსიო ფონდი ვალდებული იყო ეს წლები გამოეყენებინა იმისათვის, რომ საზოგადოება დეტალურად გაეთვითცნობიერებინა, რა რისკებთან თუ ურისკობასთან, რა მაღალმომგებიანობასთან თუ პირიქით, ჰქონდა საქმე.

პარლამენტში დისკუსია გვექნება და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად აიღოს რისკების დაზღვევაზე პასუხისმგებლობა და ადამიანებს არ ჰქონდეთ ერთპროცენტიანი რისკის შიში თავის საპენსიო დანაზოგთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაგროვებით საპენსიო სქემაში არიან ჩართული, 2028 წლამდე არაფერი იცვლება. ყველა ნაკლებად რისკიან პორტფელში დარჩება. შესაბამის კანონპროექტზე პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მეორე მოსმენით იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები