საქართველოს საპატრიარქოსა და საბერძნეთის ეკლესიას შორის მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს საპატრიარქოსა და საბერძნეთის ეკლესიას შორის ახლო მომავალში მემორანდუმი გაფორმდება, – განცხადება ამის შესახებ ახალცხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა საპატრიარქოში საბერძნეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისივე განმარტებით, მემორანდუმს ხელი სამომლოცველო საქმიანობის აღორძინების მიზნით მოეწერება.
მეუფე თეოდორეს თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს – ყოველგვარი პრობლემის გარეშე საბერძნეთიდან მართლმადიდებელი მრევლი საქართველოში ჩამოვიდეს და პირიქით – ქართველი მომლოცველები საბერძნეთში ჩავიდნენ