წყალტუბოში ტყის მასივი იწვის
წყალტუბოში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. არსებული ინფორმაციით,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ჰექტარზეა მოდებული.
შემთხვევის ადგილზე იმერეთის რამდენიმე გამგეობის სიტუაციებისა და სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული.
მაშველები მეხანძრეებთან ერთად ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.