გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. შეხვედრის ამსახველ ფოტო- და ვიდეომასალას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სწორედ გერმანიაში ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები