ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი მთელი რადიკალური ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელია – ის გამოკვეთილი ლიდერია რადიკალურ ოპოზიციაში

,,კეზერაშვილი არის მთელი რადიკალური ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, მთავარი დონორი. მისი ფინანსების გათვალისწინებით, ის არის გამოკვეთილი ლიდერი რადიკალურ ოპოზიციაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობაში” პოზიციებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

„ეს არის ბრძოლა პოზიციებისთვის „ნაცმოძრაობის“ შიგნით. ვიცით, რომ არის რამდენიმე დაჯგუფება. მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ძალიან სუსტი, შესაბამისად, აქვთ იმედი, რომ რაღაცნაირად მოახერხებენ მისი პოზიციების შერყევას. ეს ბრძოლები მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით, რაც ძალიან კარგია. რაც მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები ამ პარტიის შიგნით, მით უფრო მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები