ირაკლი კობახიძე: ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“
,,ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი, ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ფორმალური თავმჯდომარე ძალიან სუსტია.
„ნაცმოძრაობის“ შიგნით არის რამდენიმე დაჯგუფება. გარდა ამისა, მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ძალიან სუსტი და აქვთ იმედი, რომ რაღაცნაირად მოახერხებენ მისი პოზიციების შერყევას. შესაბამისად, ეს ბრძოლა გრძელდება და ეს ძალიან კარგია. რაც უფრო მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები, მით უფრო დაიკლებს ამ პარტიის რეიტინგი. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის. ასე რომ, ძალიან კარგი მიმართულებით წარიმართება ეს პროცესები“, – აღნიშნა კობახიძემ.