“პრეზიდენტმა მთავრობას უთხრა, უნდა გლანძღო უცხოეთში და ქართველი ხალხის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო განცხადებები უნდა გავაკეთო, ამაზე თანხმობას ვერ მიიღებდა” – გურამ მაჭარაშვილი
„პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას უთხრა, რომ შენ უნდა გლანძღო უცხოეთში და ქართველი ხალხის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო განცხადებები უნდა გავაკეთო და გამიშვი უცხოეთში ვიზიტებისთვის, ბუნებრივია, ამაზე თანხმობას პრეზიდენტი ვერ მიიღებდა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა საქართველოს პარლამენტში – ეს იყო ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის ლიდერის გამოსვლა. ამის შემდეგ კიდევ გეყოს ძალები და საქართველოს მთავრობას უთხრა, რომ შენ უნდა გლანძღო უცხოეთში და ქართველი ხალხის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო განცხადებები უნდა გავაკეთო და გამიშვი უცხოეთში ვიზიტებისთვის, ბუნებრივია ამაზე თანხმობას ვერ მიიღებდა.
ეს იქნება მისი ჩვეულებრივი, პირადი, საქართველოს ერთი მოქალაქის ვიზიტი, რისი უფლებაც მას ერთი წლის შემდეგაც ექნება. როგორც პოლარიზაციის სიმბოლო ნიკა გვარამია შეიწყალა, ვითომ დეპოლარიზაციის საბაბით საქართველოს პრეზიდენტმა და ამაზე ანგარიში არ ჩაუბარებია საზოგადოებისთვის, აი, ისე კანდიდატის სტატუსის მისაღებად მიდიოდა არაევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თურმე სასაუბროდ. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.