ჯონათან ჯანოგლი: ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდით იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, ჯონათან ჯანოგლი საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
როგორც ჯონათან ჯანოგლი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.
„საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდით იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი“, – აღნიშნავს ჯონათან ჯანოგლი.
Meeting with Georgian PM Irakli Garibashvili to express support for Georgia Euro – Atlantic ambitions, territorial integrity and closer working with the UK. pic.twitter.com/L6Hma1r5nK
— Jonathan Djanogly MP (@JDjanogly) August 30, 2023