პაველ ჰერჩინსკი: გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს თავის სვლას ევროკავშირის წევრობისკენ

„დიდი ხნის წინ გამოვთქვი ჩემი პირადი მოსაზრება, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს თავის სვლას ევროკავშირის წევრობისკენ. როგორც ალბათ ყველამ იცის, მომდევნო ნაბიჯი არის კანდიდატის სტატუსი, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს 27 წევრი სახელმწიფო დეკემბერში”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

“ის დაეყრდნობა ანგარიშს, რომელსაც ამჟამად ამზადებს ევროკომისია. ეს ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში. ასე რომ, ახლა ჩვენ გადამწყვეტ ეტაპზე გადავდივართ, როდესაც გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში რეკომენდაციებით და თქვენ გექნებათ დეკემბერში შეხვედრა 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურთან, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი და საქართველო უფრო მიუახლოვდება წევრობას. ეს არის პროცესი, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ბევრია დამოკიდებული ასევე იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტიანად მოემზადება საქართველო მომავალი წევრობისთვის. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები